საარჩევნო ოქმებში ხარვეზები ოპოზიციის წინასწარ დადგმული სცენარი იყო - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო შედეგებში უზუსტობებს განმარტავს. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მითუმეტეს მაშინ, როცა კორონავირუსის გამო სპეციალური უბნები დაამატეს.

კობახიძის თქმით, დარღვევები ყველგან ერთნაირი არ იყო, თუმცა მათი უმეტესობა ტექნიკური შეცდომაა, რაც შეეხება სამგორსა და მარნეულს, იქ კობახიძის აზრით, არა ტექნიკური ხარვეზი, არამედ მანიპულაცია იყო.

95%-ზე მეტში არის მარტივი ტექნიკური შეცდომები, რაც შეეხება ბალანსის დასმას, ამასთან დაკავშირებით მე პირადად ჩავატარე ბრიფინგი, სადაც განვაცხადე იმის თაობაზე, თუ რას აპირებდა რადიკალური ოპოზიცია. მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები, ერთ-ერთი მათი ამოცანა იყო, რომ ხელი არ მოეწერინებინათ საკუთარი აქტივისტებისთვის, როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება სიაში მაშინვე ბალანსი აღარ ჯდება. მეორე მარტივი მანიპულაცია არის ის, რომ როდესაც შენი აქტივისტი შედის კაბინაში, ერთ ბიულეტენს იდებს ჯიბეში და ამ შემთხვევაში უკვე ბალანსი არ ჯდება. ამაზე წინასწარ განვაცხადეთ და ძირითადად ტექნიკურ უზუსტობებზე როცაა საუბარი იქ საქმე ეხება ერთი ხმის და ორი ხმის უზუსტობას... სადაც არის ტექნიკური ხარვეზი და ბალანსი დარღვეული, 1 და 2 ხმაში ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი სცენარი, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია 3 დღით ადრე მივაწოდეთ საზოგადოებას, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ, 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი