ეპიდაფეთქება - პიარ-კამპანიაში გაფლანგული დრო, რესურსი და მეორე ტალღისთვის მოუმზადებელი ქვეყანა

გამოქვეყნდა:

2295 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში და გარდაცვლილი 19 ადამიანი. 

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. პროცენტულად საქართველომ მსოფლიოს გაცილებით მრავალრიცხოვან ქვეყნებს გადაუსწრო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გარდაცვლილთა ასაკი ახალგაზრდავდება. 

მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ყველა ექიმი თუ ექსპერტი მეორე ტალღის მოახლოებაზე აფრთხილებდა, დაიწყო სწავლა სკოლებში და გახსნა ბაგა- ბაღები. შედეგად კი დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული მოზარდების რიცხვი საკმაოდ დიდია. 

მდგომარეობის გაუარესების გამო 2 დღის წინ, განათლების სამინისტრო იძულებული გახდა სკოლები კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადაეყვანა. დღეს კი უკვე თბილისის მერმა ბაგა ბაღების დახურვის გადაწყვეტილება გაახმოვანა. 

ექსპერტები დარწმუნებულები არიან რომ ეს გადაწყვეტილებები მდგომარეობას ვერ გამოასწორებს და ვარაუდობენ რომ ვითარება ნოემბრის ბოლომდე კიდევ უფრო გაუარესდება. 

განსაკუთრებით კი სეზონური ვირუსების გამოჩენის შემდეგ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა. 

სამედიცინო სფეროში მომუშავე ექსპერტები ლოქ დაუნის გამოცხადებას არ გამორიცხავენ, თუმცა დარწმუნებულები არიან რომ ეს ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს. 

ერთადერთი მიზანი რის გამოც ხელისუფლებამ შესაძლოა ეს ნაბიჯი გადადგას ისევ პოლიტიკური იქნება. 

ეპიდემიასთან მებრძოლი სამი გმირი, მხოლოდ ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებზე ჩნდებოდნენ, არჩევნების შემდეგ კი მთლიანად დაიკარგნენ და მოსახლეობა ეპიდემიის პირისპირ გაუმართავი სისტემის ამარა დატოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი