
ოთხშაბათს, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 100 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. Covid Tracking Project- ის მიერ მოწოდებულ მონაცემს თან ახლავს საავადმყოფოებში მიღებების მკვეთრი ზრდა - რაც მიანიშნებს, რომ რეკორდული მაჩვენებელი მხოლოდ გაზრდილი ტესტირების რაოდენობის შედეგი არ არის.
ოთხშაბათს აშშ-ში კორონავირუსით 1 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, საავადმყოფოებში მკურნალობას კი 50 000-ზე მეტი ადამიანი აგრძელებს, რაც ოქტომბრის დასაწყისთან შედარებით 64%-ით მეტია.
ჯონ ჯოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ამერიკაში სულ კორონავირუსის 9 485 448 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 743 527 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 233 717 კი გარდაიცვალა.
ამერიკა კვლავ რჩება მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის.
აქვე შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ უცნობია. ბოლო მონაცემებით, ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამარცხებს.