სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ირინოესს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოთხშაბათს ბელგრადში საავადმყოფოში მოათავსეს. 

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი ასიმპტომურია და თავს კარგად გრძნობს. 

კვირას, პატრიარქი ესწრებოდა მიტროპოლიტის დაკრძალვას, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, მონტენეგროს დედაქალაქში მომლოცველთა სიმრავლე იყო, ბევრი მათგანი კი ნიღბების გარეშე გადაადგილდებოდა.

პანაშვიდს ესწრებოდნენ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები.

სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 12 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ძირითადად სერბეთში, მონტენეგროსა და ბოსნიაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი