ის მობილობა, რასაც ქუჩის აქციები იწვევს ჩვენთან პიკის მოსვლას დააჩქარებს - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ის ქუჩის აქციები, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში იმართება კორონავირუსის პიკის მოსვლას დააჩქარებს. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოზე ონლაინ ჩართვის დროს ისაუბრა.

"საერთოდ იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე რაც ქუჩაში მიდის ქვეყანაში და საერთოდ ევროპაში გავრცელების დინამიკა როგორც მიდის, როგორც ჩანს ეს ზრდა გაგრძელდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური აქტივობები რაც ქუჩაში ხდება ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება ვიდრე ჩვენ ველოდით, იმიტომ, რომ ის მობილობა რასაც ქუჩის აქციები იწვევევენ პირდაპირ კავშირშია ინფიციირების რაოდენობის სწრაფ ზრდასთან", - თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ თავად გიორგი გახარიას 2 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ ის მუშაობას თვითიზოლაციიდან აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი