იმაზე, რაც ქუჩაში ხდება პასუხისმგებელი ხელისუფლებაა - ოპოზიციის შეფასებები

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა შემქნა - ესაა განცხადება, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს და პასუხისმგებლობას, თუნცაც იმაზე, რაც ქუჩაში ხდება მმართველ გუნდს აკისრებს. 

"2020 წლის 31 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ 100 000 ხმით მეტი დაიწერა, ვიდრე აიღო 2016 წელს, ვინმეს სჯერა, რომ 2020 წელს 2016 წელთან შედარებით უფრო წინგადადგმული ნაბიჯის სახით მხარდაჭერა მიიღო ბიძინა ივანიშვილმა?! გადაამლაშა, იმდენად შეშინებული იყო, რომ წააგებდა არჩევნებს, ან იძალადა, ან გააყალბდა, ყველაფერი გადაწერა", - თქვა ენმ-ს წევრმა, ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, საკითხი მშვიდობიანად რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე გადაწყდება. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში კრიზის უფრო მეტად აღრმავებს და ამ კრიზისში თვითონაც უფრო ღრმად შედის. 

"ასეთი ხელისუფლება ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს, ეს არის გარდაუვალი და თითოეულ ჩვენგანის ვალდებულებაა, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში სიმშვიდე და ნორმალური მომავალი, გამოვიდეთ, და ყველამ ერთად ვუთხრათ არა ამ ხელისუფლებას", - თქვა დავით ბაქრაძემ. 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქუჩაში მიმდინარე პროცესებზე პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, ხოლო მასთან ერთად ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ "თაღლითობას თავს უკრავდა".

ოპოზიციას დღეს, 5 ნოემებრს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ, რომლის აზრითაც, 11 უბნის გადათვლა აჩვენებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და შეცდომები მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო.

კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მიესალმებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი