"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, მიესალმებოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. ამ თემაზე მან კითხვას სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა.
"მე მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს მხარი და გამოუცხადა მხარდაჭერა, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა, ისაუბრონ და გააკეთონ ის რაც დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებასთან ერთად", - თქვა კახი კალაძემ.
კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მეორე ტურისტვის ემზადებაან და გუშინ, 4 ნოემბერს უკვე ჰქონდათ პირველი შეხვედრა საარჩევნო შტაბებთან.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.