კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი, თორემ ნიკანორი როგორ უნდა მოგწონდეს - წილოსანი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ ნინო წილოსანის აზრით, კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟირიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია არ მოეწონებოდა. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"როგორც ჩანს, ბნელი 90-იანების კანონდაუმორჩილებლობის და კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი , თორემ ნიკანორი როგორ უნდა მოგწონდეს", - წერს ნინო წილოსანი.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, 4 ნოემბერს გლდანში ოპოზიციის აქციაზე, სადაც ისინი მხადამჭერებს ფლაერებს ურიგებდნენ, მელიასა და პოლიციელს შორის დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ ის პოლიციელები იცნო, რომლებიც გლდანში, ერთერთ საარჩევნო უბანთან იმ დროს იყვნენ მობილიზებული, როცა, მელიას თქმით, "იქ კახა კალაძის მეგობარი - კვიჟინაძე იარაღით დარბოდა".

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" გლდანში დაპირისპირების ვიდეომასალა მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს იარაღი, რომელიც დაპირისპირების ერთერთ მონაწილეს უჭირავს ხელში. გლდანში ვითარება 31 ოქტომბერს, შუადღეზე დაიძაბა, როდესაც 84-ე საარჩევნო უბანზე, თვითმხილველთა თქმით, სროლის ხმა ისმოდა.

შსს-მ სროლა არ დაადასტურა, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ დაკავებულია 5 პირი, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი