"მთავარმა არხმა" გლდანში დაპირისპირების ვიდეომასალა მოიპოვა, სადაც იარაღი ჩანს

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" გლდანში დაპირისპირების ვიდეომასალა მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს იარაღი, რომელიც დაპირისპირების ერთერთ მონაწილეს უჭირავს ხელში.

გლდანში ვითარება დღეს შუადღეზე დაიძაბა, როდესაც 84-ე საარჩევნო უბანზე სროლის ხმა ისმოდა.

შსს სროლას არ ადასტურებს, თუმცა დაკავებულია 5 პირი, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

ხელჩართული დაპირისპირებისა და სროლის მთავარ ორგანიზატორად ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე სახელდება. ინფორმაცია "მთავარს" ამის შესახებ იმ ადგილობრივებმა მიწოდეს, რომლებმაც კადრებში, დაპირისპირების მონაწილე პირები ამოიცნეს.

მოსახლეობის ინფორმაციით, შუკაკიძე "ქართულ ოცნებასთან", უფრო კონკრეტულად კი, გლდანის, მაჟორიტარობის კანდიდატთან, ლევან კობიაშვილთან, დაახლოებული პირია.

სროლა გლდანში - დაპირისპირების დეტალები 
 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი