მოძრაობა "სირცხვილიამ" თამარ ჟვანიას საჩუქრად კარდიო ვასკულარული (შუბლის ძარღვის) იმპლანტი და ჩრდილოეთ კორეის ვიზა უძღვნა

გამოქვეყნდა:

მათემატიკის სახელმძღვანელო თამარ ჟვანიასთვის - ცესკოს-თან სამოქალქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები დღეს ჟვანიას დააჯილდოებენ. აქციის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარისთვის სხვადასხვა სახის საჩუქრები მიაქვთ, თუმცა მათ შორის, გამორჩეულია მათემატიკის წიგნი, როგორც "სწორად" დათვლილი ოქმების სიმბოლო.

წიგნის გარდა, ჟვანიას სამსახურთან სიმბოლურად მიუტანეს ჩრდილო კორეის ვიზა, საანგარიშო "ჩოთქი" და ხელოვნური შუბლის ძარღვი.

თამარ ჟვანიას "დაჯილდოება" მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცესკო-ს თავმჯდომარე მოთმინებისთვის შეაქო და თქვა, რომ ის "ჯილდოს იმსახურებდა"

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი