2012 წელს, ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსული "ოცნების" ერთ ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არჩევნები საქართველოში ბოლოს სწორედ 2012 წელს გაყალბდა და ეს პრაქტიკა წარსულში დარჩა - ასეთი რამ საქართველოში ბოლოს მოხდა 2012 წელს - ამბობს კობახიძე.
კობახიძე გაყალბებული არჩევნების შედეგების გაპროტესტებას დაბალ პოლიტიკურ კულტურას უწოდებს, ხოლო ხმების გადათვლას, უპრეცედენტო გადაწყვეტილებად აფასებს. კობახიძისთვის ოპოზიციისა და ამომრჩევლის პროტესტი მიუღებელია - "ეს მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მოწმობს" - ამბობს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე.
გუშინ გადაისინჯა 11 უბნის მონაცემები. ეს არის ე.წ. პრობლემური უბნები, ასე მიაჩნდათ გამსაჩივრებლებს. გადათვლილ იქნა ეს 11 უბანი და გაირკვა, რომ არავითარი არსებითი ხარვეზი ამ უბნებზე არ იყო ყველაფერი ნათელია. დანარჩენი არის სპეკულაციები და იმ სცენარის ნაწილი, რაზეც ვესაუბრებოდი სუს-ის სამსახურს. არჩვენები არ გაყალბებულა, იყო ტექნიკური ტიპის ხარვეზები. მანიპულაცია დაფიქსირდა ორ უბანზე და ამასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმები. არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს....ასეთი რამ საქართველოში ბოლოს მოხდა 2012 წელს -ამბობს კობახიძე.
რაც შეეხება ამომრჩევლის ორგანიზებულად მიყვანა საარჩევნო უბნებზე, კობახიძის თქმით, ამაში უკანონო არაფერია და საერთაშორისო პრაქტიკაა.