კობახიძემ "გადატრიალების გეგმის" ავტორებად მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი დაასახელა 

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე იმ სიის შემადგენლობას ასახელებს, რომელიც ქვეყანაში "გადატრიალებას" გეგმავდა. კობახიძე ამბობს, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.

კომენტარი კობახიძემ ამის შესახებ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მისივე განცხადებებისთვის დაიბარეს.

ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად, ამ კუთხით მოქმედებენ ამ პარტიის რამდენიმე წარმომდგენელი, მაგალითად დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი..." ამბობს კობახიძე.

ის არ ასახელებს წყაროს, საიდან აქვს ინფორმაცია, თუმცა ამტკიცებს, რომ წყაროს ვინაობა ლილუაშვილის უწყების გამომძიებლებს დაუსახელა და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, თავად გაახმაურებენ.

შეგახსენებთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კობახიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია "შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა".

არჩევნებიდან მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.

2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიბეული არ არის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი