მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 38-დან 19 საჩივარი არ განიხილა

გამოქვეყნდა:

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვაზე უარი თქვა- ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა სერგი კაპანაძემ გააკეთა. თუმცა კაპანაძე ამბობს რომ ეს ვითარება მხოლოდ მთაწმინდაზე არ არის და იგივე გადაწყვეტილებას იღებენ დედაქალაქისა და რეგიონების საოლქო კომისიებიც.

კაპანაძე ამბობს, რომ დავალება საოლქოებს პირადად თამარ ჟვანიამ მისცა იმისთვის, რომ მთავარ დამკვეთის, ბიძინა ივანიშვილს საბოლოდ გაუფორმოს ძალაუფლება.

"ენმ"-ს წევრის, ლილე ლიპარტელიანის ინფორმაციით, მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 38-დან 19 საჩივარი არ განიხილა და ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება.

საოლქო კომისიებთან კი ისევ პროტესტი და მწვავე დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიები მათ საჩივრებს არ განიხილავენ და არც მათ წარმომადგენლებს უშვებენ საოლქოების შენობებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის სრული უფლება აქვთ.

საოლქოების შენობებთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. ცოტა ხნის წინ ვითარება იმდენად დაიძაბა რომ პოლიციამ ზვიად კუპრავა დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი