ან შეკეტილები ვირთხებივით ისხდებიან, ან გააპარებენ - მთაწმინდიდან აქცია ცესკოსთან ინაცვლებს

გამოქვეყნდა:

მთაწმინდის საოლქო კომისიიდან აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან ინაცვლებენ. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა, გოკა გაბაშვილმა თქვა, მთაწმინდის საოლქო კომისიამ ძირითადი საჩივრები განხილვის გარეშე დატოვა, კომისიის წევრები კი ოთახებში ჩაიკეტნენ და იქ ყოფნას აზრი აღარ აქვს. მისი თქმით, პროტესტის ხმა თამარ ჟვანიას ახლა რაც შეიძლება ახლო მანძილიდან უნდა მიაწვდინონ.

თავის წილი თაღლითობა უკვე ჩაატარეს. დიდი საჩივრები განუხლიველად დაუტოვებიათ, თავის კარუსელებიან, ჩაყრიანად, არაფერი არ განიხილეს და ორი ვარიანტია- ან შეკეტილები აქ ვირთხებივით ისხდებიან, ან საიდანღაც გააპარებენ... 11 საათზე ცეკოსთან ქალბატონ ჟვანის ტელევიზიასთან ჩართვა ჰქონია, ასეთი თავხედობაც ხდება თურმე, ცესკოსთან მივიდეთ, რომ ქალბატონ თამარსაც გავაგონოთ რომ დიდი წილი თაღლითობისა და მატყუარობისა მის კისერზეა, არ თქმა უნდა უფრო დიდი წილი ივანივიშვილის" ამბობს გოკა გაბაშვილი.

შეგახსენებთ, მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 38-დან 19 საჩივარი არ განიხილა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი