ოპოზიცია ცესკოდან მოდულის შენობის მიმართულებით ავტოკოლონების მსვლელობას განაგრძობს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად სააკაძის მოედნიდან ცესკოს 11 სათზე მიმართულებით დაიძრნენ , ამ დროისთვის კი, მოდულის შენობისკენ განაგრძობენ მსვლელობას და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით წავლენ. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დღეს, 6 ნოემბერს დაქალაქის სხვადასხვა უბანში, საოლქოებთან აპროტესტებს არჩევნების იმ შედეგებს, რომელიც ცესკომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაწერა. ხელისუფლების ოპონენტები მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ, თუმცა ცესკოც და ხელისუფლებაც ამ ბრალდებებს უარყოფს. 

ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი