"სასამართლოში პოლიციას მტკიცებულება არ წარმოუდგენია" - დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში დღეს ვაკისა და საბურთალოს საოლქო კომისიებთან დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დაიწყება. დაკავებულების ადვოკატის თქმით, საქმეში ის მტკიცებულებები არ არსებობს, რომლებიც დაკავებულთა დანაშაულს დაადასტურებს. 

"ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილია, რომ სამი ადამიანია დაკავებული. ისინი აპროტესტებდნენ აბსოლუტურად უკანონო ქმედებებს, რომლებიც "ცესკოს" მხრიდან იყო განხორციელებული. პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი სასამართლოში, შესაბამისად, ჩვენ ამაზეც გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია", - ამბობს ადვოკატი ლევან დავითაია. 

აქციის მონაწილე ნიკა კვიტატანის თქმით, დრევანდელი სასამართლო არ კამაყოფილებს დემოკრატიული ქვეყნის კრიტერიუმს. 

"სამართალდამცავებს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი. ყველანაირი წესით, ყველანაირი ლოგიკით, ჩვენ სასამართლომ დღეს უნდა გაგვამართლოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი სასამართლო არ აკმაყოფილებს იმ დემოკრატიული ქვეყნის კრიტერიუმებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს, მე მაინც ვიტოვებ ეჭვს, რომ სასამართლომ გამოიტანოს არაკანონიერი განაჩენი" - ამბობს ნიკა კვიტატიანი. 

შეგახსენებთ, რომ ვაკის საოლქო კომისიის შენობასთან დაპირისპირებისას ოთხი პირი  დააკავეს, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან კი - 3 პირი. ისინი საარჩევნო კომისიების შენობებთან გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებდნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფორმალური პროცესია და ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორც, სხვა საოლქო კომისიებში დასრულდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი