"ქართულ ოცნებში" დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად მიუხედავად პარალეტში მარტო შესვლა არ მოუწევს. ოპოზიციაში კი, აქვთ ინფრომაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო მოლაპარაკებები გარვკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან და ამბობენ, რომ ოლიგარქი შეეცდება ცალკეული პირების მოსყიდვას, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია მეათე მოწვევის პარლამენტს ჰქონდეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, ივანიშვილს ოპოზიციური გაერთიანების დაშლა არ გამოუვა.
"ქართულმა ოცებამ საკუთარი ზნედაცემულობის რეკორდიც კი მოხსნა და იმ იმედზე იყო, რომ განსხვავებული ოპოზიციური პარიები ვერ მოვრიგდებოდით და ვერ ვიტყოდით, რომ ეს გააკეთა ბიძინა ივანივილმა, დიახაც, ძალიან მალევე ვთქვით, რომ ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ეს, რაც გააკეთა, მას არ ეპატიება. ჩვენ ვართ განსხვავებული ოპოზიციური პარტიები, ჩვენ არ შევრიგებულვათ ბევრ საკითხებში, ჩვენ უბრალოდ მოვრიგდით იმაზე, რომ ქვეყანაში ეს კაცი აღარ აპირებს არჩევნების ჩატარებას," - ამობობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია
"ევროპლი საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ თაღლითი ხელისუფლება პარტიას ვერ იყიდის იმიტომ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აცნობიერებს, რომ დღეს პარლამენტში შესვლა პირდაპირ ნიშნავს "ოცნებაში" შესვლას.
"ლელო" ერთერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "სეპარატისტულ" მოპლარაკებაზე წასვლა გამორიცხულია, რადგან ეს ნიშნავს ღალატს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ.
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილი ამ მოალარაკებით ვერ მიაღწევს შედეგს, რადგან ივანიშვილმსა არჩევნების შედეგები გააყალბდა და ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.
"ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თაღლითური მეთოდები ივანიშვილმა დაამკვიდრა პოლიტიკაში და არავინ მიიღებს მის გულისამრევ მეთოდს.
აქვე გეტყვით, რომ ოპოზიცია ამჟამად 8 ნომემბრის აქციისთვის ემზადება. ისინი დღეს ლელოს ოფისსში შეიკრიბნენ და აქციის დეტალებზე იმსჯელეს.