"პატიოსანი ტაქსისტია" - ჭანკოტაძე კობახიძის "გადატრიალების სიიდან" ერთ-ერთ პირს ასახელებს

გამოქვეყნდა:

გენერალი დევი ჭანკოტაძე ირაკლი კობახიძის "გადატრიალების სიიდან" ერთერთი ადამიანის სახელსა და გვარს ასახელებს. გენერალი ამბობს, რომ ეს ადამიანი არის პატიოსანი და მშრომელი, რომელსაც "სახელმწიფო გადატრიალებას" მასთან ერთად აბრალებენ. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

"ეს ადამიანი არის კაკო ნოზაძე, უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც გუშინ ჩემთან მოვიდა, რომელიც დღე და ღამე შრომობს, ტაქსისტია, და ამ კაცს რომელსაც ღამეები არ სძინავს, რომ გადაარჩინოს თავისი ოჯახი, აბრალებენ სახელმწიფო გადატრიალებას." - თქვა დევი ჭანკოტაძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გუშინ, 5 ნოემბერს სუს-ში იყო დაბარებული და იმ სიის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში "გადატრიალებას" გეგმავდა. კობახიძემ თქვა, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი