ივანე ბურდულს, რომელიც ცესკოში 20 წელია მუშაობს, ხელისუფლება "ჩანერგილს" უწოდებს

გამოქვეყნდა:

ივანე ბურდული, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისია უკანონო ქმედებებში ამხილა, "ქართული ოცნების" მორიგი სამიზნე გახდა. იუტისიიც ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა მას "ცესკოში" ჩანერგილი უწოდა. 

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან იმაში, რომ "ქართული ოცნება" მათი დანაშაულის მამხილებელი პირებისთვის იარლიყი მიკერებას ცდილობს.

"სამარცხვინოა, რომ ადამიანს, რომელმაც პროტესტი გამოხატა ცესკოს გაყალბების სქემაზე, უწოდებენ ჩანერგილს. ეს ადამიანი ორი ათეული წელია, მუშაობს ცესკოში და თუ ჩანერგილია, რას აკეთებდნენ უსაფრთხოების სამსახურები", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე. 

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ივანე ბურდულის მიერ "ცესკოს" მხილებას სამოქალაქო გმირობის ტოლფასია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "ცესკოს" თანამშრომელმა, ივანე ბურდულმა, თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დატოვა.  ის საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო.

ცნობისთვის, ივანე ბურდული, ამომრჩეველთა ბინაზე არარსებული, უცხო პირების მიწერას იუსტიციის სამინისტროს უკავშირებს.

ამასთან, ამბობს, რომ ოქმებში არსებული უზუსტობების რაოდენობა და დისბალანსის ხელით ჩასწორების მცდელობა არჩევნების გაყალბების საფუძვლიან ეჭვს ბადებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი