საჩივრების განხილვის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომსიაში ისე დასრულდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების უმრავლესობა არც განუხილავთ. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ და სასამართლოს მიმართავენ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საქალაქო სასამართლოს ცოტა ხნის წინ უკვე მიმართა. ისინი ამბობენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი საჩივრების უმრავლესობა ფაქტობრივად არ დააკმაყოფილა ან ფორმალურად დააკმაყოფილა.
"დღეს ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელები მოიცავს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმის ბათილობის მოთხოვნას, შედეგების ხელახლა გადათვლას და ამ გადათვლილი შედეგების შესაბამისად მიღებულ სამართლებრივ აქტებს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ. ძირითადი პრობლემა, ძირითადი ხარვეზები დაკავშირებულია შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსთან", - ამბობს საიას წარმომადგენელი.
მისი თქმით, არ ემთხვევა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემები ბიულეტენების რაოდენობას, რომელიც შედეგების დათვლის შედეგად გამოვლინდა.
"სამართლიანია რჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღამასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, დაახლოებით 160 საჩივარი მხოლოდ შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ წარდგენილი.
"ბოლო წლების განმავლობაში მე ასეთი რაოდენობის დარღვევები არ მინახია შემაჯამებელ ოქმებში და ასეთი ხარვეზებით შედგენილი შემაჯამებელი ოქმები. სამწუხაროდ, რაც ვნახეთ, პროცესი როგორც წარიმათა, საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო სრულიად გაუგებარი და მიუღებელი. საჩივრებიც კი, რაც წარგდენილი იყო ან განუხილველი დარჩა, ან არ დაკმაყოფილდა", - ამბობს ელენე ნიჟარაძე.
მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნას აჩენს და ზრდის იმ უნდობლობას, რაც ამ დარღვევების გამო შეიქმნა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, 62 უბნიდან მხოლოდ 3 უბანზე გადათვალეს თავიდან ბიულეტენები, და აქედან 2 პრობლემული იყო, ხმები ჰქონდათ დაკლებული პოლიტიკურ სუბიექტებს.