
მოსახლეობა 8 ნოემბერს 3 საათზე ოპოზიციის აქციაზე ქუჩაში გამოსასვლელად და პროტესტის გამოსახატად ემზადება. ისინი ივანიშვილს და ხელისუფლებას ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ყველა ოპოზიციუი პარტია, რომემლაც 1%-იანი ზღვარი გადალახა პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიცია ბრძოლის ეფექტურ გზად ერთოანობას მოიაზრებს. მიზანი ვადამდელი არჩევნებია.
ოპოზიციის ამ ბრძოლას მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ყველა დიდი ქალაქიდან უერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.
ავტორი: გურანდა ავალიანი.