დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი კახა ოქრიაშვილი თავის ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.

"ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, ყველას ვისაც მიაჩნია რომ არჩევნები გაყალბდა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და მისი ხმები მოპარულია, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ კვირას, 8 ნოემბერს პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები!

გთხოვთ, თითოეულ მოქალაქეს, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ  ვირუსის გავრცელების საშიშროებას და იქონიოთ პირბადე.

ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება!" -წერს კახა ოქრიაშვილი. 

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს, სახლის პირობებში მკურნალობს და ბრძოლას აგრძელებს. 

ასევე, შეგახსენებთ, რომ პირველი ე.წ. საარჩევნო გასროლა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურთან მოხდა, როცა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, საკრებულოს წევრი, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრს მანქანით გაეკიდნენ და გზიდან მის გადაგდებას ცდილობდნენ, მოგვიანებით კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მანქანის მისამართით გაისროლეს. მაშინ ოქრიაშვილი ამბობდა, რომ მანქანას ნატყვიარები ემჩნევა. წინასაარცევნო კამპანიისას მას დაუზიანეს შტაბი და სარეკლამო ავტობუსიც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი