ცეზარ ჩოჩელის შტაბი სასამართლოში ცესკოსგან 60 საჩივრის განხილვაზე უარის თქმას ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 7 ნოემბერს,  დაიწყება "გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის, სარჩელის განხილვა. ცეზარ ჩოჩელის შტაბმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საოლქო კომისიამ 60 საჩივრის განხილვაზე უიარი თქვა.

უარის მიზეზეი კი ის იყო საჩივრების წარდგენისას ოპოზიიცს წარმომადგენელს უფლებამოსილობის დამადასტურებელი დოკუმენტი თან არ ჰქონდა.

"მარტო ქსნის მაჟრიტარულ ნაწილში დაგვეთანხმა  #27 მცხეთის საოლქო საარჩევნო  კომისია, ხოლო დანარჩენ 59 უბანზე, რაზეც გვქონდა მოთხოვნილი ბათილობა, სამწუხაროდ არ დაგვიკმაყოფილა. მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ გვქონდა თან რწმუნებულება საჩივრების წარდგენისას. როდესაც მე ვაბარებდი საჩივრებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების რეგისტრაციისას აღნიშნული დოკუმენტი და არც მისი ასლი არ მოუთხოვიათ. იმედი მაქვს, რომ მცხეთის სასამართლო განიხილავს ჩვენს საჩივარს, სამართლიანად და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,", - თქვა შტაბის წარმომადგენლემა.

 ჩოჩელის შტაბში მიაჩნიათ, რომ ნათქვამი უარის მიზეზი  უსაფუძვლოა რადგან საოლქო კომისიის მდივანმა  საჩივრები უპრობლემოდ ჩაიბარა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და ზოგიერთ უბანზე ხმების გაბათილებას ითხოვდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი