ჩვენ ვართ ფხიზლად და 8 ნოემბერს აუცილებლად შევუერთდებით აქციას - გორის მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის  მიერ მოპარული არჩევნები და გაბრაზებული ხალხის პროტესტი - "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები გორის მოქალაქეებს 8 ნოემბერს თბილისში დადგეგმილ აქციაში მონაწილეობისა და საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ "კარდაკარ"-ის პირობებში ამომრჩევლებს დავპირდით, რომ მათ თითოეულ ხმას დავიცავდით და ეს არის ის შეძახილი, რომ ჩვენ ვართ ფხიზლად და კვირას აუცილებლად შევუერთდებით აქციას, რათა დავიცვათ თითოეული ქართული ხმა", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში საპროტესტო აქცია ხვალ, 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, დედაქალაქისკენ რეგიონებიდან ავტოკოლონები დაიძვრებიან. 

ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს იტყვის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი