მოპარული არჩევნების შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი, არ ვემორჩილები ამ შეზღუდვებს - მუმლაძე კომენდანტის საათზე

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის წევრი გიორგი მუმლაძე, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მარნეულში აკვირდებოდა, ამბობს, რომ კომენდანტის საათი ხელისუფლებამ ახლა პროტესტის ჩასახშობად შემოიღო. მუმლაძის თქმით, პირადად ის არ აპირებს ამ შეზღუდვებს დაემორჩილოს, რადგან ახლა მოპარული არჩევნებისთვის ბრძოლაა მნიშვნელოვანი 

ეს არის მოპარული არჩევნების შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი. ამას არაფერი აქვს საერთო პანდემიასთან ბრძოლასთან

ეს ემსახურება იმას, რომ ხალხმა არ გააპროტესტოს. ამათ ეშინიათ პროტესტის. მე პირადად არ ვემორჩილები ამ შეზღუდვებს. გავაგრძელებ პროტესტს ქუჩაში, სადაც საჭიროა, დავიცავ ჩემ ხმებს იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია ამ მანქანას ებრძოლო" ამბობს მუმლაძე "მთავარი არხის" ეთერში. 

მუმლაძე იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც არჩევნების დღეს დაფიქსირდა - ამომრჩეველს უთხრეს, რომ არის შშმ პირი და მეორედ მიაცემინეს ხმა გადასატანი ყუთით - ამბობს პლატფორმა 2020-ის წევრი.

შეგახსენებთ, მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომლის მიხედვით, ქვეყნის 7 ქალაქში, 9 ნოემბრიდან, საღამოს 22 საათის შემდეგ, დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი