ოპოზიციის გეგმებს აღსრულება არ უწერია - კობახიძე დღევანდელ აქციაზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პარტიული სიის მესამე ნომერი, ირაკლი კობახიძე, დღეს დაგეგმილ ოპოზიციის მასშტაბურ აქციას რისკის შემცვლელად ვერ აღიქვამს და ამბობს, რომ ოპოზიცია ხალხის მობილიზებას ვერ შეძლებს.  

"რეალურად არანაირი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის გარდა ერთისა  - კოვიდის გავრცელება. მათ მოახერხეს ბათუმიდან ვირუსის ექსპორტირება სხვა რაიონებში, ახლა იგივეს აპირებენ თბილისიდან.. მათ აქვთ დაგეგმილი დაახლოებით 12 000 ადამიანის შეკრება თუმცა ჩვენი მონაცემებით ისინი ახერხებენ ბევრად ნაკლების მობილიზებას. აქედან გამომდინარე, მათ გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია.", - ამბობს პარალამენტის გადაყენებული თავჯდომარე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს,  3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს. 

დღევანდელ აქციას რუსთაველის გამზირზე ხალხი შიდა ქართლიდან და იმერეთიდანაც უერთდება. აქცია გაიმართება ბათუმშიც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი