გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად იმერეთიდან დედაქალაქისკენ კოლონები უკვე დაიძრა. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნებია ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები და გადადგეს თამარ ჟვანია.
"დღეს მთელი საქართველო დგას თბილისში, კერძოდ, იმ ძალმომრეობის წინააღმდეგ, რომელსაც ანხორციელებს ბიძინა ივანიშილი და "ქართული ოცნება", ასეთი უპრეცედენტო გაყალბება შევარდნაძესაც არ მოსვლია თავში. ყველა ერთის წინააღმდეგ - ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობა უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში" - თქვა აქციის მონაწილემ, ლაშა შალამბერიძემ
ამასთან, როგორც ამბობენ, აქციაზე წასვლის მიზეზი ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა.
"ან ქვეყანას დავუბრუნებთ არჩევანის უფლებას , დემოკრატიას, ან ჩვენს შვილებსაც ასევე მოუწევთ რუსთაველზე დგომა საკუთარი ხმების დასაცავად, ასევე მოუწევთ დგომა თავისუფალი სასამართლოსთვის და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად "- თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძღაობის" წევრმა, გიგა შუშანიამ
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს.