"ენმ"-ს ერთრთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ამომრჩეველი, რომელიც უდიდესი რისკის ფასად მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა ცვლილებებს, გაყალბებას არ იმსახურებს.
"ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს აქციაზე მოვა, არ გამოვლენ პოლიტიკური პარტიების გულისთვის, ეს ადამაინები გამოვლენ საკუთარი ხმების დასაცავად და იმ ამორალური უტიფრობის გასაპროტესტებლად, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. მაგალითად, გუშინ დააკავეს ორი სრულიად უდანაშაულო ადამაინი, რომელთაც ბრალი დასდეს წარმოუდგენელ დანაშაულში. მას შემდეგ რაც "მთავარის" ეთერში ისაუბრა ამ ორმა ადამიანმა გაყალბების სქემებსა და მაქინაციებზე, ბრალი დასდეს ისნის საოლქო კომისიის თავჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს.
დღევანდელ აქციას რუსთაველის გამზირზე ხალხი შიდა ქართლიდან, მარნეულიდან და იმერეთიდანაც უერთდება. აქცია გაიმართება ბათუმშიც.