სამი ზამთარი ვაპროტესტებდი უსამართლობას და ხელისუფლების ცვლილებას ველოდი - მალხაზ მაჩალიკაშვილი

გამოქვეყნდა:

გაყალბებულ არჩევნებს დღეს რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილის უერთდება და ამბობს, რომ ხელისუფლების სამართლიანი გზით შეცვლას წლებია ელოდებოდა. 

"ზუსტად ამ ადგილას სამი წლის განმავლობაში, სამი ზამთარი ვაპროტესტებდი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ჩადენილ უსამართლობას.  ვიდექი და ვიბრძოდი იმისთვის, რომ ამ დღეს ველოდებოდი, 2020 წლის 31 ოქტომბერს, მქონდა იმის იმედი, რომ ყველა ჩემ კითხვას გაეცემოდა პასუხი და სამართლიანი არჩევნების გზით ეს ხელისუფლება წავიდოდა, მოვიდოდა ის სატბილური და მშვიდობიანი ხელისუფლება, რომლებიც გაითვალისწინებდნენ ჩემნაირების აზრს", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს,  3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს. 

დღევანდელ აქციას რუსთაველის გამზირზე ხალხი შიდა ქართლიდან, მარნეულიდან და იმერეთიდანაც უერთდება. აქცია გაიმართება ბათუმშიც

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი