ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე 2 საათი რჩება. როგორც აქციის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიამ თქვა, აქცია ამ ვადის ამოწურვამდე არ დაიშლება და დაელოდება ოლიგარქის პასუხს - ვრჩებით ბოლომდე, ვაცადოთ სანამ 8 საათი არ მოვა, ვნახოთ ზრდილობის გამო თუ შემოგვეხმიანებიან - მიმართა აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ.
ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს საღამოს 8 საათამდე მისცა დრო იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება თამარ ჟვანიასა და ცესკოს ადმინისტრაციის გადაყენებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებააც ითხოვს.