"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი, ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები აბსურდულია და მათ მხოლო 6 ათასი ადამიანის შეკრება მოახერხეს რუსთაველზე.
"მაშინ, როცა მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხა მხოლოდ ის, რომ 6 ათასი ადამიანია შეკრებილი, ეს 1 რამეზე მეტყველებს - მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იზიარებს იმას, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბებულიყო და, ამასთან, არავის უნდა დესტაბილიზაცია. ოპოზიციის უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე გაათვითცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან. იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას", - ამბობს კახიანი.