"მთავარი არხის" გამოთვლით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას პიკის პერიოდში, დაახლოებით 45 000 ადამიანი ესწრებოდა.
დისტანციის დაცვის პირობებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან 13 000 ადამიანი შეიკრიბა, პარლამენტთან - 25 000, ხოლო თბილისის მარიოტთან - 7 000.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, დისტანციის დაცვის პირობებში, 1 კვ.მ-ზე საშუალოდ 3 ადამიანი იყო შეკრებილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე დღეს ამბობდა, რომ ოპოზიცია 12 000-მდე ადამიანის შეკრებას აპირებდა, მაგრამ ამდენი ადამიანის მობილიზებაც ვერ მოახერხებდა.