ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციამ კარვები უკვე გაშალა - ხელახალი არჩევნების მოთხოვნა

გამოქვეყნდა:

ბათუმში აქცია გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

"ნაციონალური მოძღაობის" წევრი მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ  ხვალინდელ შეზღუდვებს არ ემორჩლება. ის აპირებს აქციები განაგრძოს, მისივე თქმით, "კომენდანტის საათის" მიუხედავად. 

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმშიც, 22:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები კოვიდპანდემიის საფრთხესთან დაკავშირებით შემოიღო. 

 "ვითვალისწინებ რეკომენდაციებს მაგრამ არ ვითვალისწინებ სავალდებულო შეზღუდვებს... მზად ვარ ნებისმიერი სანქციისთვის" - ამბობს მირდატ ქამადაძე ბათუმში გამართულ აქციაზე.

ბათუმში მთავრობის სახლის წინ ოპოზიციამ კარვები უკვე გაშალა და როგორც თავად ამბობენ, აპირებენ უწყვეტ აქციას მანამ, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და არ განახლდება ცესკოს ადმინისტრაცია.

ხელახალი არჩევნები, ჟვანიას გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ოპოზიციის საერთო მოთხოვნები ცნობილია.

ასევე შგახსენებთ, თბილისში რუსთაველის გამზირიდან აქცია ცესკო-ს შენობასთან ინაცვლებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი