წყლის ჭავლით რატომ დაერიეთ ამ "ორ კაკალ" ხალხს, თქვე ნაძირლებო - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია, Facebook-ში განცხადებას ავრცელებს. 

"7000 კაცი არა? წყლის ჭავლით რატომ დაერიეთ ამ "ორ კაკალ" ხალხს აბა, თქვე ნაძირლებო?!!!! უკიდურესად შეშინებულია, ივანიშვილი, უყკიდურესად! ხოდა, დეე დასრულდეს!!!!", - წერს გვარამია. 

"მთავარი არხის" გამოთვლით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას პიკის პერიოდში, დაახლოებით 45 000 ადამიანი ესწრებოდა. "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე კი, დღეს ამბობდა, რომ ოპოზიცია 12 000-მდე ადამიანის შეკრებას აპირებდა, მაგრამ ამდენი ადამიანის მობილიზებაც ვერ მოხერხდა. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ცესკო-ს შენობასთან წყლის ჭავლი გაუშვა. 

პოლიციამ აქციის დაშლა პროტესტიის მონაწილეები გამოჩენისთანავე, რამდენიმე წუთში დაიწყო, ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოწოდებების გარეშე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი