რაც ახლა ცესკოსთან ხდება, დანაშაულია - უჩა ნანუაშვილი წყლის ჭავლის გამოყენებაზე

გამოქვეყნდა:

ცესკოს შენობასთან აღმართულ რკინის ღობესთან აქციის მონაწილეების გამოჩენიდან დაახლოებით ერთ წუთში პოლიციამ სპეცტექნიკა გამოიყენა და ყოველგვარი გაფრთხილებნის გარეშე, მათი მისამართით წყლის ჭავლი მიუშვა. 

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მომხდარს ფეისბუქზე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც წერს, რომ წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესები აქვს, რაც ამ შემთხვევაში უგულებელყოფილი იყო. 

წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული, რაც ახლა ხდება ცესკოსთან!

ეს არის უკვე ძალის გადამეტება. არსებობს ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული წესები. წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას, - წერს უჩა ნანუაშვილი.

წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რომლის მიხედვითაც უყნდა დანიშნულიყო ხელახალი არჩევნები, გადამდგარიყო თამარ ჟვანია და გათავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები, 20:00 საათზე ამოიწურა, თუმცა, ერთადერთი, ვინც "ქართული ოცნებიდან" ულტიმატუმს შეეხმიანა, გიორგი კახიანი იყო და მან გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს "აბსურდული" უწოდა.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი