პოლიციამ სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი გამოიყენა - TI

გამოქვეყნდა:

წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კონსიტიტუციური უფლების დარღვევად აფასებს.

TI წერს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას პროპორციული ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია და ის ვალდებულია გასცეს გაფრთხილება და მისცეს დრო აქციის მონაწილეებს. 

რამდენიმე წუთის წინ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობა იდგა, სამართალდამცველებმა სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა ეს ინფორმაცია შსს-მ უარყო (bit.ly/3n5CGA0). პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად.

იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით. აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია. ნათქვამია "გამჭვირვალობის" განცხადებაში

პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება - ამტკიცებს შს მინისტრის მოადგილე. კახა საბანაძემ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის დროს, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს  სპეციალური საშუალება ისე, რომ გაფრთხილება არ მისცეს აქციის მონაწილეებს. იგივე გაიმეორე მოგვიანებით, "ოცნების" სპიკერმა მამუკა მდინარაძემ.

ის ამბობს, რომ პოლიციაზე თავდასხმის საშიშროების დროს, სამართალდამცველებს აქვთ უფლება იმოქმედონ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მისივე თქმით- ასეთ დროს გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება

შეგახსენებთ, ცესკოს შენობასთან მისვლისთანავე, მაშინ, როცა უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი