"ქართული ოცნების" ოფისშ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს რომ დემონსტრანტების გაფრთხილება წინასწარ ვერ მოხდებოდა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებამდე. 

"როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ და ღობეზე ქვებს ესვრიან პოლიციელებს, ასეთ დროს მსოფლიოში განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხევაში, მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. ვერ დავიწყებ გაფრთხილებას და ამ გაფრთხილების შემდგომ მოქმედებას - თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. იმიტომ, რომ როდესაც ხდება უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება,  რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის, რომელიმე შენობაში ან სტრატეგიულ ობიექტს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში - არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობას ამგვარად, როგორც ეს მოხდა" - თქვა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე. 

ამავე ბრიფინგზე, მდინარაძემ დემონსტრანტებს წინასწარ უთხრა, რომ  "სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად"

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს. რაზეც მოგვიანებით შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.

წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი