შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიციას წყლის ჭავლისა და სპეცსაშუალების გამოყენების უფლება აქვს. 

როდესაც არის გადაუდებელი აუცილებლობა და როცა შესაძლებელია ძალადობამ გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება,მათ შორის", - თქვა კახა საბანაძემ.

აქვე გეტყვით, სახალხო დამცველი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა, თუნდაც, გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია კანონიერ ფარგლებს არ სცდება.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს ისე, რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს.

ძალის გამოყენებაზე შსს-მ ოფიციალური განცხადებაც გაავრეცელა, სადაც წერს, რომ გამოიყენეს პროპორციული ძალა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი