სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ცესკოსთან მშვიდობიანი დემონნსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლზე, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მოუწოდებს, რომ სიტუაციის განმუხტვისკენ დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები. მიმართავს ასევე ოპოზიციურ პარტიებსაც, რომ მომხრეებს მოუწოდონ სიმშვიდისკენ.
"მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებილივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად! მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!", - წერს ნინო ლომჯარია
აქვე გეტყვით, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით კვლავ გამოიყენეს წლლის ჭავლი და დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი იაქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.
ნინო ლომჯარია 8 ნოემბრის ღამეს სხვა განცხადებებიც გააკეთა, მათ შორის მთავარი არხის სპეციალურ ეთერში. ნინო ლომჯარიამ ჯერ პოლიციას მიმართა და მოუწოდა: " შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!" , შემდგომ კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.