თბილისის მერი, კახა კალაძე, "ოცნება"-ში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცველებს მადლობას უხდის.
"მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს რბილი ძალის გამოყენებით. ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ ყველას გვაქვს 1 სამშობლო - არავისთვისაა სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, ცდილობენ ცესკოს შენობაში შეჭრას. არც ისაა სასიამოვნო, რომ პოლიცია იძლებული ხდება თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს", - ამბობს კალაძე
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ წყლის ჭავლის გამოყენება კანონიერი იყო.
შეგახსენებთ გუშინდელ მოვლენებსაც - ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.
ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.