შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება, გაფრთიხლების გარეშე, მიზანშეწონილი და კანონიერია.
"როცა არ არსებობს იმგვარი მდგომარეობა, რომ მოხდეს გაფრთხილება და საფრთხე მყისიერია, წყლის ჭავლის გამოყენება კანონიერია", - ამბობს კახა საბანაძე.
შეგახსენებთ გუშინდელ მოვლენებსაც - ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.
ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.