თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს. თავის მხრივ, ამ დრომდე უცნობია, რატომ დააპატიმრეს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი და "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებელი, კოკა თოფურია. 

"ვარკვევთ დეტალებს კოკა თოფურიასთან დაკავშირებით. არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ სასამართლო დეტალურად გამოიკვლევს გარემოებებს და ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს", - ამბოსბ ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, აქციის დროს ჯამში 19 ადამიანი დააკავეს. 

19 დაკავებულს შორისა იყო 16 წლის ბიჭიც, რომელიც პოლიციამ დარბევის დროს წაიყვანა. ოჯახის წევრებისთვის უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი. არასრულწლოვანი გამთენიისას ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. 

ცნობისთვის, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი