მოპარული ხმების გასაპროტესტებლად და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, რუსთაველზე დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან დღესაც უერთდებიან.
შიდა ქართლიდან დედაქალაქის მიმართულებით კოლონები 4 საათზე დაიძრება. მოქალაქეები ოპოზიციური პარტიების ოფისებთან ამ წუთებში იკრიბებიან.
ერთერთი აქტივისტი, ანა ბალიაშვილი ამბობს, რომ ითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის დაყენებას და პასუხი აგონ არჩევნების გაყალბებაზე.
"სწორედ იმიტომ რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცესში ძირითადი წარმმართველი ძალა იყო კრიმინალი და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, სწორედ იმიტომ, რომ ეს არჩევნები ყველაფერი იყო გარდა დემოკრატიული პროცესისა, სწორედ ამიტომ ვიყავით გუშინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი და მეორე მიზეზი რის გამოც ჩვენ დღეს მივემართებით თბილისისკენ - შიდა ქართლის მოსახლეობა ისევე როგორც დანარჩენი საქართველო აპროტესტებს იმ ძალადობრივად დარბევას მშვიდობიანი მომიტინგეების, რომლებიც გუშინ იყვნენ ცესკოსთან", - თქვა ანა ბალიაშვილმა
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 8 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია, თავის მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, საპარლამენტო არჩვენების შედეგების გაყალბებას აპროტესტებდა. რის შემდგომაც, მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.
ამას წინ უძღვოდა ივანიშვილისთვის მიცემული ვადა, 8 საათამდე, და მათი პოლიტიკური მოთხოვნები:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.