"რესპუბლიკური" პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, თამარ კორძაია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარების შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი 2000 უბანზე ვერ დგება. დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა კი, 13125-ია. პროპორციულის შემთხვევაში, ბათილი ბიულეტენები 63 ათასზე მეტია. თამარ კორძაიამ დარღვევებზე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
"დღეს, ბატონმა კალაძემ, რომ მოგვიწოდა სამართლებრივი გზებით წადითო - ბატონო კახი, 1216 შემაჯამებელი ოქმი გვაქვს გასაჩივრებული - ამ შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვერ დადგება ბალანსი და საერთოდ არ გამოვლინდება ამომრჩევლის ნება - თითო უბანზე ერთი ხმა დაიკარგა, 20 ხმა დაიკარგა, ანუ ნაკლებობა, როდესაც არის მოსული ამომრჩევლის და ბიულეტენების, ეს ბიულეტენები თუ ვინმემ წაიღო ნიშნავს, რომ დატრიალდა კარუსელი - ეს ერთი დარღვევა. 60 ბიულეტენი, რომ აკლია უბანს ეს, ხომ ნიშნავს, რომ დათვლისას ვიღაცამ ოპოზიციის ეს შეკვრა, ათ-ათად, რომ იკვრება, მოიპარა.
"ქართულ ოცნებას" არ მოპარავდნენ, ნამდვილად. ეს იმას ნიშნავს, რომ დაკარგულია. რომ გადავთვალოთ და ამოვიღებთ ამ შემაჯამებელ ოქმებს და თავიანთ ბიულეტენებს იგივე დაჯდება, უკვე გაფუჭებულია საქმე, ამიტომ ვლაპარაკობთ, რომ გადათვლაც ვერ უშველის. სადაც ბევრი ამოვიდა ბიულეტენი, მაგალითად: ამომრჩეველი მოვიდა 500 და ამოვიდა 501 ბიულეტენი, ის უბანი მთლიანად უნდა გაბათილდეს, ყველა შედეგი, 500-ვე და ასეთი უბნები ბევრი გვაქვს. - ეს არის ერთი ფორმა. მეორე ფორმა არის როდესაც უბანზე 500 ამომრჩევლი მოვიდა და ამოუვიდა პირობითად, 440, 60 გაქრა ეს 60, რომ გაქრა შეიძლება მოპარულია გადათვლის დროს", - ამბობს თამარ კორძაია
გადაცემაშივე თამარ კორძაია ასევე ამბობს, რომ ამომრჩევლეთა სიების ხემოწერებში გარდაცვლილი ადამიანების ხელმოწერებია.
"ამომრჩეველთა სიების ხელმოწერები უნდა გადავთვალოთ იმიტომ, რომ ჩვენთან შემოდიოდა ზარები, რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქის ამომრჩევლის ხელმოწერა არის, გარდაცვლილის ხელმოწერა არის. სიები უნდა გაიხსნას, როდესაც ასეთი რისკის ქვეშ დგას ჩვენი დემოკრატიული განვითარება. რა პერსონალური მონაცემების დაცვაზე გველაპარაკებიან. შექმნან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით გადამთვლელი ჯგუფი, რომლებიც დააკვირდებიან და სიებს ამოიღებენ - პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნებით, 986 უბანზე ბალანსი არ ჯდება, რაც ნიშნავს, რომ მასშტაბური იყო გაყალბების ფორმები. როდესაც ბათილი ბიულეტენები გაქვს 63 ათასზე მეტი პროპორციულში და 81 ათასზე მეტი მაჟორიტარულში, როდესაც ამას დაკარგული ბიულეტენები, მეტობით ამოსული ყუთები, ძირ გამძვრალი ყუთები, ბათილი ბიულეტენები, როგორ შეიძლება საერთოდ ვილაპარაკოთ იმაზე, რას აქვს გავლენა და რას არა", - თქვა თამარ კორძაია
თამარ კორძაიას თქმითვე, საქართველოს კანონმდებლობით ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველთა 10%-ის ხმის დადგენა ვერ ხერხდება, უკვე დღეს კი, 31% არის დაუდგენელი.
"საერთოდ კატასტროფული ვითარებაა მაჟორიტარულ ოლქებში, მაჟორიტარებში 2000 უბანზე ვერ დგება ბალანსი შემაჯამებელ ოქმებში. დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა არის 13125, ამას ემატება ბათილი და დისბალანსი. ამის შემდეგ გვეუბნებიან რომ არჩევნები შედგა. კანონში არის ასეთი ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ხელახალი უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ამომრჩევლის 10%-ის ხმის დადგენა შეუძლებელია ხელახალი უნდა დაინიშნოს. ჩვენს შემთხევაში მოსული ამომრჩევლების, პროპორციულში, მოსული ამომრჩელვების შემთხვევაში 31%-იც დაუდგენელია. მაგრამ საქართველოს მთლიანი ამომრჩევლვებს 17% ია დაუდგენელი. მაჟორიტარულში კანონით დადგენილ 10%-ს აცდა და ეს არის 31%", - ამბობს თამარ კორძაია
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.