"გეგმა უცვლელია - ხმამაღალი და მასშტაბური პროტესტი" - ოპოზიცია მომდევნო აქციას შაბათს გამართავს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი მოთხოვნა - განმეორებითი არჩევნები ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლის პირობებში - არ შეიცვლება და სანამ ის არ დაკმაყოფილდება, გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც.

"გეგმა უცვლელია - ხმამაღალი და მასშტაბური პროტესტი, რადგან ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საზოგადოებას. მდგომარეობიდან გამოსვლის გასაღები ახლა ხელისუფლების ხელშია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ პარტია დიალოგის მომხრეა, ოღონდ, მხოლოდ იმ საკითზე, რამაც შექმნა კრიზისი, ანუ გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე. 

"მთავარი საკითხებია - სამარცხვინო პროცესის შედეგად მიღებული შედეგების გაუქმება, ცესკოს თავმჯდომარის როლი ამ ყველაფერში, პოლიტპატიმრების საკითხი", - ამბობს ბოკერია

თავის მხრივ, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პარტიას "დასათმობი არაფერი აქვს". 

"დასათმობი აქ არავის არაფერი აქვს. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, "ოცნებამაც" და ოპოზიციამაც პატივი უნდა სცეს იმ შედეგებს, რომელიც "ცესკო"-მ გამოაქვეყნა. ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოების არჩევანს და ყველა ასე უნდა მოიქცეს", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. 

ცნობისთვის, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი