რომ არა წყლის ჭავლი, დამერწმუნეთ, უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ დარბევისას წყლის ჭავლის გამოყენება ყველაზე რბილი ზომა იყო. 

"წყლის ჭავლის გამოყენება იყო ყველაზე რბილი ზომა, რომელსაც შეეძლო ვითარების განმუხტვა. ის რომ არ გამოგვეყენებინა, დამერწმუნეთ, ბევრად მეტი ადამიანი დაშავდებოდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს", - ამბობს კობახიძე.

დღესვე საიამ ვრცელი შეფასება გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ 8 ნოემბერს პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი