8 ნოემბრის აქციაზე გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო - საია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 8 ნოემბერს ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე ვრცელ შეფასებას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ  აქციაზე გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო. 

"პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი. არსებითად პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებების ინტენსივობა და ფორმა. პოლიციის მიერ მიღებული ზომა ასევე არ აკმაყოფილებდა აუცილებლობის კრიტერიუმს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - წერია განცხადებაში. 

უფრო ვრცლად შეფასება იხილეთ აქ. 

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბრის მოვლენებს NGO-ები უკვე გამოეხმაურნენ, მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", ISFEDEMC . მათი აზრით, წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კონსიტიტუციური უფლების დარღვევაა.  

მთავარი შაბათს | 25.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი