თბილისის პარალელურად, გადადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ბათუმშიც მთელი ღამე მთავრობის სახლთან გაათენეს აქციის მონაწილეებმა .

მათი მთავარი მოთხოვნებიც ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათვისუფლებაა.

წუხელ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველების განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის გამო ყველა ის მოქალაქე დაჯარიმდება, ვინც წუხელ მთავრობის სახლთან იყო. მათ რამდენიმე მოქალაქეს ფოტოებიც გადაუღეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

"დღეს კიდევ ერთი კარამი დავამატეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიშლებით და ყოველდღიურად ჩავატარებთ გამოსვლებს. ბრძოლა გამარჯვებამდე", - ამბობს "ენმ-ძალა ერთობაშიას" წევრი, ბონდო თედორაძე. 

 რაც შეეხება თბილისს, მომდევნო აქცია შაბათს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი