"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის დამატაბით განმარტებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ზე ეხმიანება.
"მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც პარტიებს პოლიტიკური საკითხების მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვისკენ მოუწოდა.
მას შემდეგ, რაც განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ვაშაძემ დამატებით განმარტა, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას პოლიტიკური კომპონენტიც უნდა დაემატოს - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით.