არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, ოღონდ მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ დიალოგის მოწინააღმდეგე არავინაა, ოღონდ ეს დიალოგი მშვიდობიანი აქციების პარალელურად უნდა წარიმართოს.

როცა განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან უბრალოდ, სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი და ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება, ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაუგია, თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, არავინ, ვინც რუსთასვლზე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად. დიალიოგი გაიმარება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, უბრალოდ, ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის  მოპოვებასთან დაკავშირებით, - ამბობს ნიკა მელია "მთავარის" ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც პარტიებს პოლიტიკური საკითხების მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვისკენ მოუწოდა, მოგვიანებით კი საკუთარი პოზიცია განმარტა და დამატებითი განცხადება გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი